|
2016-05-05 14:17:25, 800 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი ვაშაძის წასვლაზე: ვინც ვერ აკეთებს საქმეს ის ეძებს მიზეზს, რომ ახსნას თავისი უსაქმურობა
ვაშაძის სურვილი იყო, რომ აუცილებლად ყოფილიყო სიის ათეულში, რაც გაზიარებული არ იქნა, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და სიის ათეულის გამოქვეყნებამდე პარტია დატოვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ვინც ვერ აკეთებს საქმეს ის ეძებს მიზეზს, რომ ახსნას თავისი უსაქმურობა. ვისაც საქმის კეთება უნდა საშუალებას ეძებს. „პარტიის სამდივნომ გამოაქვეყნა პოზიცია, რასაც მე ვერაფერს ვერ დავამატებ. მას შეეძლო ვინც უნდოდა ის დაესახელებინა, ეს მისი პოზიციაა. ვინც ვერ აკეთებს საქმეს ის ეძებს მიზეზს, რომ ახსნას თავისი უსაქმურობა. ვისაც საქმის კეთება უნდა საშუალებას ეძებს. ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. მას ნებისმიერი გვარის დასახელება შეეძლო. იმ განცხადებაში, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს სამდივნომ გაავრცელა“, - აცხადებს მაჭავარიანი. მიხეილ მაჭავარიანი ხაზგასმით ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს პარტიულ სიაში გარანტირებული ადგილი არ ჰქონია. „პარლამენტში გარანტირებული ადგილი არც ვაშაძეს და არც მაჭავარიანს არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი ფაქტი, რითაც შემიძლია დაგიდასტუროთ თუ რამდენად მართალია ეს კაცი. რა თქმა უნდა პარტიაში სიებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. პარტიის პოლიტსაბჭოზე საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპი დავამტკიცეთ, სადაც ვთქვით, რომ პირველ ათეულში იქნებიან მხოლოდ ბაქრაძე და მელია. დანარჩენი 8 იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მაგრამ ისეთი პირები ვინც პოლიტიკაში აქამდე ჩართული არ ყოფილა. ვაშაძის სურვილი იყო, რომ აუცილებლად ყოფილიყო სიის ათეულში, რაც გაზიარებული არ იქნა, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და სიის ათეულის გამოქვეყნებამდე პარტია დატოვა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)