12:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 13:42:16, 671 ნახვა

პოლიტიკა
„გიორგი ვაშაძე ათეულში ვერ მოხვდა და განაწყენებულმა პარტია დატოვა“, - ვაშაძის წასვლაზე ენმ განცხადებას ავრცელებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, არასერიოზულს და უპასუხისმგებლოს უწოდებენ.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება.

"ექსპრესნიუსი" ენმ-ს განცხადებას უცვლელად გვთავაზობთ:

"პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს დაუთმონ, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში.

ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერის სურვილი - აუცილებლად წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო სიის ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია.

ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციებისა და მით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილის ვერ უშველის. ჩვენ მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებს დავამარცხებთ", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

შეგახსენებეთ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა პარტია დატოვა. ვაშაძე პარტიის რამდენიმე ლიდერსაც დაუპირისპირდა. 

"ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.

ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავის სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics