|
2016-05-04 19:02:42, 2868 ნახვა
კულტურა
SOU - თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი გაიმართება
26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მუსიკოსების, ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი გაიმართება. ორი დიდი მუსიკოსის გამორჩეული კოლაბორაცია 2013 წლიდან იწყება. ცოცხალი სიმებისა და ელექტრონიკის ნაზავი სრულ ჰარმონიას ქმნის, რომელიც ერთ ალბომში “Nerissimo” ერთიანდება. ალბომი ორ ქალაქში, ბერლინსა და რომში იქმნებოდა ორი წლის განმავლობაში. ბლიქსა ბარგელდს ისეთ ცნობილ ჯგუფებში დაუკარავს, როგორიცაა: Nick Cave and the Bad Seeds და Einstürzende Neubauten. ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი დიდ საკოცნერტო დარბაზში, 26 მაისს, 21:00 საათზე გაიმართება. ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის - SOU [stream of unconsciousness - არაცნობიერის ნაკადი] ფარგლებში გაიმართება. 18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისში, 5 სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციის სივრცე თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სივრცის წამყვან შემსრულებლებს უმასპინძლებს. ორი კვირის განმავლობაში 6 მუსიკალური ღონისძიება ჩატარდება. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისს ოცზე მეტი მუსიკოსი და არტისტი ეწვევა. SOU 2016 აერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს: Alva Noto/ მარჯანიშვილისთეატრისდიდისცენა / 18 მაისი Ryoji Ikeda / თბილისისკონსერვატორიისდიდისაკონცერტოდარბაზი / 19 მაისი Raster Noton Night / თბილისისარქეოლოგიურისაცავი / 21 მაისი Rafael Anton Irisarri / წმინდაპეტრესადაპავლესკათოლიკურიეკლესია / 23 მაისი Theo Teadro&BlixaBergeld/ ფილარმონიისდიდისაკონცერტოდარბაზი / 26 მაისი Tokyo Techno Night / თბილისისარქეოლოგიურისაცავი / 28 მაისი ფესტივალი ახალი აუდიო-ვიზუალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ, თანამედროვეობის აქტუალურ და ექსპერიმენტულ ნამუშევრებს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურულ გზაჯვარედინზე წარმოადგენს. ამასთან, SOU FESTIVAL-ში მონაწილეობენ ის მუსიკოსები და არტისტები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე. ფესტივალი ქვეყნის ერთგვარი მაორიენტირებელი მოვლენა იქნება, რომელიც ქალაქის კულტურული პოტენციალს, მისი მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას გლობალურ კულტურულ კონტექსტთან მიმართებაში წარმოაჩენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/events/661734837312087/ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერია. ფესტივალის პარტნიორები: ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ასოციაცია “არტისტერიუმი” და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)