|
2015-02-23 11:15:41, 842 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრის განახლებულ სერვისებს სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს განახლებული სერვისები შესთავაზა. პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა. ცენტრის ინფორმაციით, სიახლე საჯარო და კერძო სექტორში ეფექტიანი მართვისა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა იურიდიული, სოციალური, ფინანსური, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტესტირების მიმართულებით ცენტრში არსებული სიახლეები. მიწვეულ სტუმრებს ვიდეორგოლის სახით ახალი პროდუქტი „წარმატების ფორმულა“ წარედგინათ. ცენტრის დირექტორ ნუგზარ კაკულიას განცხადებით, ახალი პროდუქტი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული კომპლექსური შეთავაზება. ფორმულა სამ ეტაპად იყოფა: „პირველ ეტაპზე განხორციელდება ორგანიზაციის თანამშრომელთა წინასწარი შეფასება; მეორე ეტაპზე გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება და განხორციელდება უშუალოდ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება; მესამე, დასკვნით ეტაპზე კი, შეფასდება სწავლების შედეგები, რა დონეზე მოხდა თანამშრომელთა ცოდნის − უნარებისა და დამოკიდებულებების გაუმჯობესება“. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის განახლებული, კომპლექსური შეთავაზება ორგანიზაციული განვითარებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)