10:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 12:16:14, 585 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ხარატიშვილი: ხელისუფლება მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ევროპის საბჭოს ოფისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PASE) დელეგაცია და ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში  ქრისტიან ურსე  ოპოზიციის ერთ ნაწილს  ხვდება.

როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის"  ხელმძღვანელმა ზურაბ ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე  საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომელიც უპირველესად მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ხარატიშვილის თქმით, ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არაფერი შეცვალოს:

"ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დღეს არის საქართველოში, რა თქმა უნდა, უპირველესი არის მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ჩვენს შეფასებებს და ხედვებს წარმოვუდგენთ ევროსაბჭოს რეკომენდაციების ჭრილში, თუმცა ჩვენი შეფასებები წინასაარჩევნოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საკმაოდ უარყოფითი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მოუქნელობით და იმ სიჯიუტით, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, არაფერი  შეცვალოს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას",-განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ევროსაბჭოს არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა:

"სამხარეო პროპორციული სისტემა და ის, რომ ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საარჩევნო გარემოს პირობებზე-ეს იყო ევროსაბჭოს ორი უმთავრესი რეკომენდაცია, რომელთაგან არც ერთი არ შესრულდა", - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics