|
2016-04-29 11:49:50, 644 ნახვა
პოლიტიკა
IRI: პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში პაატა ბურჭულაძე ლიდერობს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში "საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ლიდერობს 75%-ით, მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 64%%-ით, მესამე მეოთხე ადგილებს კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინაწილებენ 60-60%-ით. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს კეთილგანწყობას, მას 56%-იანი მაჩვენებელი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძეს კი, 54%-იანი მაჩვენებელი. რეიტინგში შემდეგ მოდიან ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ლიდერი შალვა ნათელაშვილი - გამოკითხულთა 50 %-ის კეთილგანწყობით, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი - 48%-იანი კეთილგანწყობით და ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კეთილგანწყობის 36%-იანი მაჩვენებლით. გამოკითხვა 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში. სულ 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)