|
2016-04-28 20:45:50, 580 ნახვა
პოლიტიკა
სპივაკოვმა, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვია და აფხაზეთს რამდენჯერმე ესტუმრა, თბილისში კონცერტი გამართა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გუშინ ცნობილმა დირიჟორმა ვლადიმერ სპივაკოვმა, რომელმაც გასულ წლებში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი დაარღვია, კონცერტი გამართა. კანონის დარღვევა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზეთში კონცერტი გამართა. კანონდარღვევის მიუხედავად, ის ქართველ მესაზღვრეებს არათუ არ დაუკავებიათ, არამედ მას ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილების საშუალებაც მიეცა. გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ კანონდარღვევაზე მისთვის პასუხიც კი არავის მოუთხოვია. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, შესაბამის სამსახურებს ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ცნობილმა დირიჟორმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი 2011, 2012 და 2013 წლებში დაარღვია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვლადიმერ სპივაკოვი ოკუპირებული აფხაზეთის ხშირი სტუმარია, სადაც ის კლასიკური მუსიკის ფესტივალებს ესწრება. ცნობილი მუსიკოსი აფხაზეთს 2011 და 2012 წელს და ასევე 2013 წლის მაისში სტუმრობდა. ამასთან აფხაზურმა მხარემ ვლადიმერ სპივაკოვს „აფხაზეთსა და რუსეთს შორის კულტურილი კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“ ჯილდო გადასცა. აფხაზეთში სტუმრობისას ვლადიმერ სპივაკოვმა ოკუპირებული ტერიტორიების გადაკვეთის შესახებ კანონი დაარღვია, რაც რიგ სანქციებს და მათ შორის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ექსპრესნიუსსი“ ამ საკითხით დაინტერესდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, მუსიკოსის საპასპორტო მონაცემებში არ ფიქსირდება ფაქტი, რომ ის აფხაზეთშია ნამყოფი. შესაბამისად, საქართველოს მესაზღვრეებს არ ჰქონდათ უფლება, რომ ის დაეკავებინათ. მათი თქმით, ვლადიმერ სპივაკოვს კანონი არ დაურღვევია. „აღნიშნულ პიროვნებას საქართველოს საზღვრის კვეთის დროს, საპასპორტო მონაცემებში არ უფიქსირდებოდა, რომ ის არის აფხაზეთში ნამყოფი. შესაბამისად, ჩვენს მესაზღვრეებს არ ჰქონდათ უფლება, რომ ის ქვეყანაში არ შემოაეშვათ. მისი ქვეყანაში შემოსვლით, არანაირი კანონდარღვევა არ მომხდარა“, - განაცხადეს შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)