08:31 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 19:54:16, 437 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მხარს ოპოზიციის პროექტს უჭერს

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ პროექტს უჭერს" - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  "არ ღირს 4 წელი დავუკარგოთ საქართველოს, ქვეყნის დემოკრატიას და არ განვახორციელოთ ის, რაც უმჯობესად გვეჩვენება ქართული სახელმწიფოსთვის”.

”იცით, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თავიდანვე იყო ჩართული ამ საკითხზე მიმდინარე დებატებსა და დიალოგში. მეტიც, პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როდესაც ხელი შეუწყო პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებაში კონსენსუსის ჩამოყალიბებას სწორედ მაჟორიტარული სისტემის, არსებული სისტემის უფრო სამართლიანი სისტემით ჩანაცვლების თაობაზე. ამ იდეას არ ეწინააღმდეგება არც მმართველი გუნდი, უბრალოდ მათი პოზიცია არის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს 2020 წელს. ჩვენ ვემხრობით თავდაპირველ ვერსიას, რაზეც სრული კონსენსუსი არსებობს და ვამბობთ, რომ არ ღირს 4 წელი დავუკარგოთ საქართველოს, ქართულ დემოკრატიას და არ განვახორციელოთ ის, რაც უმჯობესად გვეჩვენება ქართული სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ 2016 წელსვე ამ ცვლილებების განხორციელებას”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics