|
2016-04-28 19:27:16, 508 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა პარლამენტს: სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა დასრულდეს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია "სპეციალური პენიტენციური სამსახურის " შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება, რომლის მეშვეობითაც კონკურსის გარეშე თანამდებობაზე პირის დანიშვნის წესის 2017 წლის 1-ელ მარტამდე გადავადება ხდება. აღნიშნული წესი, რომელიც მინისტრსს, დეპარტამენტის უფროსს კონკურსის გარეშე პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას ართმევდა, 2016 წლის 1 მაისს უნდა ამოქმედებულიყო. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის, კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონპროექტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისთვის ასეთ ცაიტნოტურ მდგომარეობაში გადაწყვეტილების მიღება მიუღებელია: "მინდა საზოგადოებას გავახსენო საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებული შემოთავაზებული ახალი პრაქტიკა, როდესაც პრეზიდენტი ღებულობს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიაჩნია გარკვეული კუთხით პრობლემურად, მაგრამ მაინც ხელმოწერის გადაწყვეტილებას ღებულობს პრეზიდენტი, თუმცა ამავე დროს ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე მითითებებს კონკრეტულ პრობლემატურ საკითხებზე. ანალოგიური სიტუაციაა დღესაც. დღეს, 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამარტივებული წესით "სპეციალური პენიტენციური სამსახურის" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ამ ცვლილებებით ხდება 2017 წლის პირველ მარტამდე გადავადება იმ წესისა, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2016 წლის 1 მაისს. ეს წესი ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრს, დეპარტამენტის დირექტორს აღარ უნდა ჰქონოდა კონკურსის გარეშე თანამდებობაზე პირის დანიშვნის შესაძლებლობა. ამ წესის გადავადება ხდება 2017 წლის 1 მარტამდე. საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ამ კანონპროექტის ხელმწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, თუმცა, რამოდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას მსურს ხაზი გავუსვა. პირველი - სამწუხაროდ, ეს არ არის პრველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევა. უშუალოდ ეს კანონპროექტიც რამოდენიმეჯერ გადავადდა და ეს ახალი გადავადებაა და დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის ცაიტნოტი, რა მდგომარეობაშიც საქართველოს პრეზიდენტს უწევს გადაწყვეტილების მიღება. ეს კონკრეტული საკითხი არ განეკუთვნება საკითხთა იმ კატეგორიას, როდესაც გარკვეული გარემოებიდან გამომდინარე, ხდება ხოლმე ექსტრაორდინალური ვითარება და ვითარების შეცვლა იწვევს გარკვეულ ცვლილებებს კანონპროექტში. მოცემულ შემთხვევაში ხდება იმის გადავადება, რაც პარლამენტს თავიდანვე შეეძლო განესაზღვრა .ხელს ვაწერთ, რაგდან ვითვალისწინებთ იმის სპეციფიკას, რასაც სპეციალური პენტენციური სამსახური ახორციელებს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მოუწოდებს, მნიშვნელოვანი და სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა დასრულდეს: "გვინდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, დასრულდეს მნიშვნელოვანი და სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა. კანონპროექტის მიღება ხდებოდეს იმ ვადით, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის სრულად გამოყენების შესაძლებლობა. ასეთი დაპირება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ასეთ ცაიტნოტურ ვითარებაში არ აღმოჩნებოდა პრეზიდენტი, თუცმა ასეთი ვითარება კვლავ განმეორდა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)