08:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:40:26, 323 ნახვა

პოლიტიკა
კამპანია "ეს შენ გეხება" პარლამენტს 3 საკანონმდებლო პროექტს წარუდგენს

კამპანია „ეს შენ გეხება“, პირადი ცხოვრების უფლების დაცვისთვის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად, პარლამენტს 3 საკანონმდებლო პროექტს წარუდგენს.

არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითხოვს, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს შეისწავლის. 

უფლებადამცველები ასევე საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს ფორმირებას ითხოვენ, რათა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა განხორციელდეს. მათი განცხადებით, საჭიროა დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, რომელიც მოსმენების პროცესს გააკონტროლებს. 

„პირადი ცხოვრების დაცვის თემა არის კომპლექსური საკითხი - პირველი ეს არის ე.წ გასაღების თემის რეგულირება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვტილების შემდეგ ნათელია, რომ ამ საკითხს სჭირდება ახლებური რეგულირება. კამპანია სთავაზობს ხელისუფლებას, ე.წ გასაღები გადაეცეს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც გაუწევს ეფექტურ სერვისს ყველა საგამოძიებო ორგანოს. საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ნათლად თქვა, რომ არ შეიძლება, გასაღების მექანიზმი ჰქონდეს იმ ორგანოს, რომელსაც აქვს საგამოძიებო ინტერესი ან პროფესიულად დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს პერსონალური ცხოვრების შესახებ. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია კამპანიის მხრიდან, ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელიც გადმოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ორგანო რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას,იქნება სრულიად დამოუკიდებელი, მას დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი, და მისი ანგარიშვალდებულებაც იქნება პარლამენტის წინაშე და მას არანაირი შემხებლობა არ ექნება სამართალდამცავ ორგანოებთან”, - განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ორგანო იყოს დამოუკიდებელი, მნიშვნელოვანია მათი დაკომპლექტების წესი და მათი ხელშეუხებლობის გარანტიები.

„ყველა ეს საკითხი გათვალისწინებულია კანონპროექტში, დაკომპლექტება მოხდება თანამონაწილეობით და გამჭვირვალე პროცესით, ეს მოხდება პარლამენტში და ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე”, - განაცხადა ვერძეულმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics