23:53 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 10:59:35, 669 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობამ ებრაელ ტურისტებს ფესახის დღესასწაული საზეიმო კონცერტით მიულოცა

აჭარის მთავრობის ორგანიზებით ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმში მყოფი ებრაელი ტურისტებისთვის ფოლკლორული კონცერტი ჩატარდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 600-მდე ებრაელი ტურისტი აჭარაში ფესახის დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფება.

ფესახი უდიდესი ებრაული დღესასწაულია, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება. ებრაული ფესახი ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულის ნისანის თვის მეთოთხმეტე დღეს. ზეიმი გრძელდება შვიდი დღის მანძილზე ისრაელში და რვა დღის განმავლობაში ქვეყნის გარეთ. პილიგრიმული დღესასწაულის დღეები ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღინიშნება, ბათუმში ფესახის დღეები წელს პირველად ტარდება.

ფესახის პროექტი საქართველოში 20 აპრილიდან 1 მაისამდე ხორციელდება ტურ-კომპანია ASIA TRAVEL -ისა (ისრაელი) და ტურ-ოპერატორ NES TRAVEL-ის (საქართველო) ორგანიზებით. ქალაქ ბათუმში ფესახის პროექტის ფარგლებში 6 ქვეყნიდან მონაწილე ებრაელი ტურისტებია მოწვეული. საქართველოში ყოფნის დროს, სტუმრები გაეცნობიან მაღალმთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს, რაც ხელს შეუწყობს აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის პოპულარიზაციას. ქართული კულტურისა და რეგიონის ფოლკლორული სიმდიდრის გაცნობის მიზნით, აჭარის ა/რ მთავრობა ებრაელ სტუმრებს სპეციალური კონცერტით გაუმასპინძლდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოელ ვიზიტორთა 48 % -იანი ზრდა დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან შეინიშნება. გასულ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის მარტთან შედარებით 22-ჯერ მეტი ებრალი ვიზიტორი ჩამოვიდა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics