08:33 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 10:54:42, 424 ნახვა

პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციის თემაზე, საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის საკითხს ევროკავშირში ცალ-ცალკე განიხილავენ

„მოგერინიმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორა, რომ  საქართველოსთან დაკავშირებით ყველას პოზიცია არის ერთი და ძალიან მარტივი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  დავით უსუფაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, მოგერინიმ აღნიშნა, რომ  საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა და დამატებითი წინაპირობები ვიზალიბერალიზაციის პროცესში მოსალოდნელი არ არის.

„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონმა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გაიმეორა, რომ ის პოზიცია, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატა ევროპის კომისიამ, არის ძალაში, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არა მხოლოდ მისი მხრიდან, არამედ კომისიის პრეზიდენტის - იუნკერის, საბჭოს პრეზიდენტის - ტუსკის, პარლამენტის თავმჯდომარის -შულცის, ყველას პოზიცია არის ერთი და ძალიან მარტივი, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, რომ დამატებითი მოთხოვნები, წინაპირობები ვიზალიბერალიზაციის პროცესში მოსალოდნელი არ არის. ამასთანავე, საკითხის განხილვას სჭირდება გარკვეული დრო. პარლამენტში კენჭისყრისას არ არის გამორიცხული, რომ ამა თუ იმ პარლამენტის წევრმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებიდან თუ სხვა რაიმედან გამომდინარე, სხვანაირად დასვას საკითხი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ევროპული ინსტიტუტების პოზიცია. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის ყველასგან, მათ შორის ქალბატონი მოგერინისგან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველი საკითხი ბევრია, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების კონკრეტულ თარიღებს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

„ევროკავშირს, დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი აქვს განსახილველი, მათ შორის ვიზებთან დაკავშირებული თემები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, უკრაინასთან. ჩვენ მივიღეთ ამ საკითხშიც ძალიან მყარი პოზიცია ევროკომისიის და ევროკავშირის სხვა ხელმძღვანელების, რომ საკითხები იქნება განხილული ცალ-ცალკე, შესაძლოა პროცესი იყოს პარალელურად, ანუ ერთი დღის განმავლობაში იყოს განხილული, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს თემების გადაბმა და ერთი ქვეყანა დაელოდოს მეორე ქვეყანას და ასე შემდეგ. თუმცა, ობიექტურად, ვინაიდან თემები ბევრი აქვს ევროკავშირს, მათ შორის ევროპარლამენტს, კონკრეტულ თარიღებს და დღეებს ვერ ასახელებენ როდის მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics