2016-04-27 21:41:48, 5583 ნახვა
სპეციალური ანონსი
28 აპრილის სპეციალური ანონსი
28 აპრილს, 10:30 საათზე, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნში” კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ მაგიდას გამართავენ.
თემა: ”პირადი ცხოვრების უფლების დაცვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები”.
28 აპრილს, 11:00 საათზე, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან და საზოგადოებას უბედური შემთხვევების სტატისტიკას შეახსენებენ.
28 აპრილს, 11:00 საათზე, 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: გუდიაშვილის ქ. #7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
საკონტაქტო პირი კობა ალხაზაშვილი - 599 88 38 11
28 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მშენებლობები თბილისში და K3 - გამწვანების კოეფიციენტი - დარღვევები, საგანგაშო მდგომარეობა ქალაქში; რა მასშტაბებს აღწევს გამწვანების კოეფიციენტის დარღვევა.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან