|
2016-04-27 19:34:48, 504 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემას უარყოფს
დღეს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისათვის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია დასრულდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. 1992 წელს მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი. აქედან გამომდინარე, დღეს საზღვართან და მის ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებები და შეთანხმება გამორიცხულია. ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე ჯაყისწყალი და ქარზამეთისწყალი ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით. საკითხი სავარაუდოდ მას შემდეგ მოექცა თურქული მედიის ყურადღების ცენტრში, რაც 2016 წლის 20 აპრილს გაიმართა ექსპერტთა მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მოინახულეს თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციაში, სოფელ იურთბექლერის მიმდებარედ სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი, სადაც სპეციალისტებმა აღსადგენი კალაპოტის ღერძი დაკვალეს სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით, რედემარკაციის მასალებით განსაზღვრული კოორდინატების შესაბამისად. ანალოგიური სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში იგეგმება მდინარე ქარზამეთისწყალზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, თურქულმა გამოცემამ Daily Sabah გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გადასცა. როგორც მედია საშუალება წერს, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მედიის ინფორმაციით, საქართველომ თურქეთს გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელიც თურქეთის პროვინცია არტაანის ნაწილი იყო და 70-იან წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. Daily Sabah-ის ცნობით, ანკარამ ამ ტერიტორიაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა ართვინის ერთ-ერთი მდინარის, ჩაკსუს კალაპოტი შეიცვალა და სასაზღვრო მიწის ნაწილი ბუნებრივად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)