|
2016-04-27 17:44:09, 462 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციის პროცესში დამატებითი წინაპირობები არ იქნება
ვიზალიბერალიზაციის პროცესში არ იქნება დამატებითი წინასწარი პირობები და საკითხები, რომელთა შესრულებაც საქართველოს მოუწევს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოხარული ვიყავი მომესმინა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არ იქნება დამატებითი წინასწარი პირობები და საკითხები, რომელთა შესრულებაც საქართველოს მოუწევს. პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიღწევა სათანადოდ იქნება შეფასებული. „გვჯერა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება და ქართველი ერისა და საქართველოს მთავრობის მიღწევები აღიარებული იქნება, რადგან ჩვენ, ორივეს გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესის დასრულება, რადგან ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ სასარგებლო იქნება ევროპისთვისაც. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ევროკავშირისადმი მეგობრულად განწყობილი საქართველო. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური, კულტურული, უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ არის ბევრი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირთან დისკუსია და თანამშრომლობა გაგრძელდება. „რადგან საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა გახდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაო შევასრულეთ. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ სწორ გზაზე ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმირების, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნის და სხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომ გვინდა, ახლოს ვიყოთ ევროკავშირთან, რომ ამ საკითხებზე მუდმივი დისკუსია გვქონდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)