|
2016-04-27 16:45:07, 353 ნახვა
პოლიტიკა
გია ბარამიძე: სჯობს, რომ უსუფაშვილმაც და ხელისუფლებამაც საქმე აკეთონ
სჯობს, რომ ბატონი დავითი და ზოგადად ხელისუფლება საქმის კეთებით დაკავდეს და არა იმით თუ ვინ რის ჩაწერას თუ მიწერას ცდილობს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე დავით უსუფაშვილის მიერ, ბრიუსელში გუშინ გაკეთებულ განცხადებას. როგორც ბარამიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვის რა წვლილი აქვს შეტანილი ვიზალიბერალიზაციის პროცესში. „სჯობს, რომ ბატონი დავითი და ზოგადად ხელისუფლება საქმის კეთებით დაკავდეს და არა იმით თუ ვინ რის ჩაწერას თუ მიწერას ცდილობს. ვის რა წვლილი აქვს შეტანილი ვიზალიბერალიზაციის პროცესში ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. სჯობს საქმეს მიხედონ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გია ბარამიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში „სამი მცირე“ პრობლემა არსებობს რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. მისი თქმით, ეს პრობლემებია: გეოპოლიტიკური ვითარება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, რომ ვიზალიბერალიზაცია „ნაცმოძრაობის“ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიებას. უსუფაშვილი მესამე პრობლემად ასახელებს იმას, რომ „ოცნების“ შიგნით არიან არც თუ ნორჩი „ლენინელები“ და „სტალინელები“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)