|
2016-04-27 13:28:05, 496 ნახვა
პოლიტიკა
„ახლა გინდა გირჩი დაირქვან, ციყვი ან კვირტი, მაინც ვერ აირიდებენ პასუხისმგებლობას იმ საშინელებებზე, რაც ხდებოდა“, - ბურჯანაძის პარტიაში ჯაფარიძეს პასუხობენ
„დემოკრატიული მოძრაობა“ ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის „ექსპრესნიუსთან“ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „გირჩი“ ნინო ბურჯანაძის პრორუსულ პარტიასთან არასოდეს ითანამშრომლებს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ვერც ზურაბ ჯაფარიძე და ვერც „ძმანი მისნი ვერ აირიდებენ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხდებოდა. მისივე თქმით, სიტუაციას ვერ შეცვლის ახლა „გირჩს“ დაირქმევენ, ციყვს თუ კვირტს. „ეს ის ზურაბ ჯაფარიძეა, რომელიც წლების მანძილზე რეჟიმის ნაწილი იყო. იმ რეჟიმის, რომელიც წლების მანძილზე ხალხს ატერორებდა, აშანტაჟებდა და აუპატიურებდა. არ მახსოვს არც ზურაბ ჯაფარიძის არც „მისნაირი გირჩების“ განცხადება იმასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა ქვეყანაში. ახლა გინდა გირჩი დაირქვან და გინდა ციყვი ან კვირტი მაინც ვერ აირიდებენ პასუხისმგებლობას იმ საშინელ დანაშაულებზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ზურა ჯაფარიძეც და ძმანი მისნიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ყრილობაზე, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ისევ მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს, ხოლო გენერალურ მდივნად ვანო მერაბიშვილი“, - აღნიშნავს ბაკურაძე. მისივე სეფასებით, „დემოკრატიულ მოძრაობა“ გირჩთან თანამშრომლობას არცერთ ეტაპზე არ აპირებს. „გირჩს“ პოლიტიკურ ძალას ვერც ვუწოდებ, იმიტომ არაფერს არ წარმოადგენს. მათთან თანამშრომლობას „დემოკრატიული მოძრაობა“ არც ახლა არ აპირებს და არც მომავალში. არ ვითანამშრომლებთ იმის გამო რომ ესენი იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის ნაწილი. აღარ ჩამოვთვლი კონკრეტულ დანასაულებს, არც 26 მაისის აქციის ვანდალურ დარბევაზე და არც სხვა დანაშაულებზე არ ვისაუბრებ. „დემოკრატიულ მოძრაობას“ მკვეთრად აქვს გამოხატული პოზიცია. პოლიტიკაში არავისთან თანამშრომლობა არ არის გამორიცხული. პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის მოხდეს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის შთამომავლებთან, მათ შორის ე.წ. პოლიტიკურ ძალასთან - „გირჩთან“ თანამშრომლობას კატეგორიულად გამოვრიცხავთ“, - განუცხადა ბაკურ ბაკურაძემ „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არასოდეს ითანამშრომლებენ პრორუსულ და ფაშისტურ ძალებთან. კითხვაზე ვის მიიჩნევს ასეთად ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „პრორუსული ნინო ბურჯანაძის პარტიაა, ხოლო ფაშისტური - „პატრიოტთა ალიანსი“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)