|
2016-04-27 13:27:30, 581 ნახვა
სამხედრო
თბილისში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის კონფერენცია გაიხსნა
სასტუმრო Rooms Hotel-ში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მე-4 ყოველწლიური კონფერენცია იმართება.კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ გახსნა. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაზე პროფესიული განვითარების პროგრამების დელეგატები და საჯარო მოხელეები, ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო სექტორში არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე რეფორმებს და საქართველოში საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ქართველ საჯარო მოხელეებს მიეცეს საშუალება გაიღრმავონ ცოდნა და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება უსაფრთხოების სექტორის მთავარი გამოწვევების, საჯარო სამსახურის რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების, მართვის თანამედროვე მეთოდებისა და საკუთარი უწყვეტი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. „გამართული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება სახელმწიფოს მშენებლობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი საჯარო სამსახურის გამართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თეთრი, რომელიც ჩაიდება ტრენინგებში და ცოდნის გაზიარების საქმეში. დღევანდელი კონფერენციის მიზანი იყო შეგვეჯამებინა ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) საქმიანობა. ასევე გველაპარაკა იმ სფეროებზე, რომლებიც გამოწვევად რჩება და რომელზეც მომავალ დეკადაში გავამახვილებთ ყურადღებას. შეიძლება მომავალში PDP-მ აღარ იარსებოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ზუსტად იმ ფორმით, როგორც არსებობს, მაგრამ იქნება ნატოს ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. ეს ის სკოლა იქნება, რომელიც შეითავსებს ამ ფუნქციას, რომ გააძლიეროს ჩვენი საჯარო მოხელეები და ცოდნა გაუზიაროს მათ რეგიონში და საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, ყოველწლიური კონფერენცია 200-მდე სტუმარს მასპინძლობს. კონფერენციის ბოლოს ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის გამოფენა გაიმართება, სადაც დელეგატები პროგრამის და ქართველი პარტნიორების ერთობლივი წარმატებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა სატრასტო ფონდია, რომელიც ალიანსის ქვეყნებიდან ფინანსდება. მისი მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)