06:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 12:23:29, 342 ნახვა

პოლიტიკა
Freedom House-ს კვლევის თანახმად, საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა სადაც მედია ნახევრად თავისუფალია

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა პრესის თავისუფლების 2016 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

რეიტინგში საქართველოს 49 ქულა აქვს მინიჭებული (0 ქულა საუკეთესო შედეგია). ამასთან აღსანიშნავია, რომ იგივე კვლევის თანახმად გასულ წელს საქართველოს 48 ქულა ჰქონდა.

საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მედიის მდგომარეობაა ნახევრად თავისუფალია. პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი არათავისუფალ ქვეყნებად არიან დასახელებული. ასევე, ევრაზიის რეგიონში საქართველო პირველ ადგილზეა.

ცნობისთვის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოხვდნენ ასევე მოლდოვა და უკრაინა.

როგორც Freedom House-ის მკვლევარები აღნიშნავენ, მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონე ბოლო 12 წლის განმავლობში ყველაზე დაბალია, რაზეც ზეგავლენას ახდენს პოლიტიკა, კრიმინალი და ტერორიზმი.

ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ პრესის თავისუფლებაზე ყველაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში. აღსანიშნავია, რომ სირია ჟურნალისტებისათვის კვლავ ყველაზე საშიშ ქვეყნად არის დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს სირიაში 14 ჟურნალისტი მოკლეს. ასევე ანგარშში აღნიშნულია, რომ თურქეთში გასულ წელს სამი სირიელი ჟურნალისტი მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics