|
2016-04-27 11:29:47, 386 ნახვა
პოლიტიკა
„სტალინელები“, „ლენინელები“ და „ნაცმოძრაობის“ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, - უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციის პროცესში 3 „მცირე“ პრობლემას ასახელებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამ „მცირე“ პრობლემას ასახელებს, რომელსაც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გათვალისწინება სჭირდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი პრობლემა ეს არის გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც რეგიონშია შექმნილი. „არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი ეს არის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში და ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე. მაგრამ ეს გავლენა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დროზე და არა - შინაარსზე. როდის რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შესაძლოა, ამან ოდნავი გავლენა იქონიოს, მაგრამ არა ძალიან მნიშვნლეოვანი. ეს არის ჯერ-ჯერობით პირველადი დასკვნა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილი მეორე პრობლემად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მცდელობებს ასახელებს. „მეორე პრობლემა, მცირე, მაგრამ მაინც არსებობს, ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ "სახალხო პარტიის" წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არ არის დიდი ნაწილი, მაგრამ ესეც აშკარაა. საქართველოში გვესმის "ნაცმოძრაობის" ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული პარტიული, თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მესამე პრობლემა, არის „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის განცხადებები. „მესამე მცირე პრობლემა რაც გვაქვს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი, არცთუ ნორჩი „ლენინელი“ და „სტალინელი“ გვიქმნის პრობლემას, რადგან ბევრი მათი განცხადება გვხდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, სამივე ამ მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)