|
2016-04-27 11:08:21, 339 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მივმართავ ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ერთად ევროპისკენ, სხვა შემთხვევაში ყველას გვექნება პრობლემები
ჩვენი გზავნილი ოს და აფხაზ მოქალაქეებთან არის შემდეგი - ერთად ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მას შემდეგ იქნება, როდესაც აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები დაინახავენ, რომ ევროპაში ინტეგრირება საქართველოსთან ერთად უკეთესია. „ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონში ამ მიმართულებით, ამ ტერიტორიების და მათი მოსახლეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება მას შემდეგ და მაშინ, როდესაც აფხაზი და ოსი ჩვენი თანამოქალაქეები დაინახავენ, რომ მათთვის უკეთესია ერთიან საქართველოსთან ერთად ევროპაში ინტეგრირება და არა იმ პროექტში მონაწილება, რომელიც მათ გაცილებით უარეს პრობლემებს უქმნის, ვიდრე მათ ოდესმე წარმოედგინათ საქართველოში მათი ყოფნისას. ასე რომ, ჩვენი გზავნილი ოს და აფხაზ მოქალაქეებთან არის შემდეგი - ერთად ევროპაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ამაზე საუბრობს და მეც. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალვე აქ რამე შეიცვლება, ეს არ იქნება ორ თვეში, ამას დრო დასჭირდება, რომ ევროპული საქართველო, ევროპაში სრულად ინტეგრირებული საქართველო არის მათთვის უსაფრთხო, წარმატების მიღწევის გარემო, ეს არის მათთვის და მათ შთამომავლებისთვის, როგორც კულტურული იდენტობის შენარჩუნების, ისე ოჯახური, ეროვნული და ადამიანური ამოცანების შესრულების ყველაზე მოკლე გზა. მაშინ ყველაფერი მოხდება. მივმართავთ მათ - ერთად ევროპისკენ. სხვა შემთხვევაში პრობლემები ექნებათ მათაც და ჩვენც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)