06:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 09:01:50, 294 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიაროს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეების და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო. მან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში სამი მნიშვნელოვანი აქცენტი გამოყო: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე პოზიტიური ნაბიჯები გადადგა.

მისივე თქმით, დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში, რაც  არის საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ საქართველოს მთავრობას აღნიშნული  რეფორმების გატარებაში. მანვე მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე დამსწრე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) საქართველოში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტებისთვის.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას უძღვებოდნენ  NDI-ის, IRI-სა და საერთაშორისო საარჩევნო ფონდის პრეზიდენტები. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics