10:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 22:25:55, 603 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება. ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურმა მდივანმა მიხაელ თილენმა გახსნა. მთავარ მომხსენებლებად პანელზე „ნატოს ვარშავის სამიტის წინ: საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე“ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რალფ ბრაუკსიპე წარსდგნენ. 

საქართველის თავდაცვის მინისტრმა დამსწრეებს შეახსენა, რომ საქართველომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველო მაქსიმალურად იყენებს ნატოსთან არსებულ ყველა მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს ალიანსთან თავსებადობის გაზრდას და ნატოს წევრობისთვის მოსამზადებელ პროცესს. „მაპი საქართველოს დღის წესრიგი არაა, მაპი უკვე საქართველოს წარსულია,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდა. „გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება და ერთობლივი ძალისხმევა ნატოსკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა რალფ ბრაუკსიპემ.

ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმი, რომელიც ბერლინში 26-27 აპრილს ტარდება, მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებსა და ექსპერტებს შორის ღია და კრიტიკული ორმხრივი დიალოგის საშუალებას იძლევა. ფორუმის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფონდის ხელმძღვანელს, გერმანიასთან პოლიტიკური დიალოგის ფორმატის ორგანიზებისთვის, მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა მიხაელ თილენს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს მოლოდინებს ვარშავის სამიტზე და არსებითი პაკეტის მიმდინარეობას.

„ადენაუერის ფონდში საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ფორუმი იმართება. ასეთი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებზე ჩვენი ამოცანააა, მოვთელოთ ყველა ის იდეა, ტაქტიკა და სტრატეგია, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, გავცვალოთ არგუმენტები, ვიპოვოთ უფრო მოკლე გზები და გამოსავალი შექმნილი პრობლემებიდან. ფორუმში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბუნდესტაგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი საქართველოც. ვფიქრობ, ამ ორდღიანი დისკუსიების შედეგად მოვახერხებთ, შევჯერდეთ ერთიან მესიჯებზე, ტაქტიკაზე, რომლითაც ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისთვის ერთობლივად ვიმოქმედებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭრა, ამიტომ, ყველანი ერთად, მთელი საქართველოს ხელისუფლება, მზად ვართ, ბოლომდე მოვისმინოთ, ბოლომდე ვიკამათოთ მათთან იმისთვის, რომ მივიდეთ საერთო ნიშნულებამდე, რომლითაც გავაგრძელებთ შემდეგ ამ პროცესს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კონრად ადენაუერის ფონდი მაისის ბოლოს დაგეგმილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი პარტნიორია. ფონდის წარმომადგენლები კონფერენციაზე მსოფლიო წესრიგის შესახებ გამართულ პანელში მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილესთან იოჰანეს ზინგჰამერთან და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics