|
2016-04-26 15:04:13, 734 ნახვა
რეგიონი
ნუგზარ სურმანიძე: რეგიონის ჯანდაცვის სფეროში ფათომასშტაბიანი პროექტები ხორციელდება (ინტერვიუ)
27 აპრილს, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის შენობის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი იწყება. აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად შენობა ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ფირმას ჩაბარდება. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) საქართველოს ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი დაესწრება. როდის დასრულდება შენობის სარემონტო სამუშაოები და რა სიახლეები ხორციელდება რეგიონის ჯანდაცვის სფეროში, ამ და სხვა საკითხებზე სააგენტო „ექსპრესნიუსი“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნუგზარ სურმანიძეს ესაუბრა. ბატონო ნუგზარ, რატომ გადაწყდა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და ამ ხნის განმავლობაში სად გააგრძელებს დაწესებულება ფუნქციონირებას? - აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება, მაგრამ მაინც არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილი თანდათანობით გამოვიდა მწობრიდან და სამედიცინო საქმიანობის განხორციელება შეუძლებელი გახდა. ამიტომ დავწყეთ ფიქრი პრობლემის მოსაგვარებლად. მოგეხსენებათ, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) საქართველოში 1994 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ტექნიკურ დახმარებას. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად თანადგომა ამ ორგანიზაციამ გამოგვიცხადა და თანამშრომლობის შედეგი უკვე სახეზე გვაქვს, საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია ხვალ დაიწყება და დაახლოებით 8 თვეს გაგრძედლება. ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება შეუფერხებლად განახორციელებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ სხვა კორპუსებში. სამუშაობის დასრულების შემდეგ რებილიტირებულ შენობაში განთავსდება ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი. ბატონო ნუგზარ, რეგიონში ჯანდაცვის კუთხით კიდევ რა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება? ამ ეტაპზე ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაა, რომლიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მრავალპროფილური საავადმყოფო გათვლილია 170 საწოლზე. ახალი საავადმყოფო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით და პაციენტებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის მომსახურებას. საავადმყოფოს ასევე ექნება საუნივერსიტეტო კლინიკის დანიშნულება, სადაც სტუდენტები შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის გავლა. საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მიმდინარეობს მუშაობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების უცხოეთის წამყვან სამედიცინო კლინიკებში გადამზადების საკითხებზე. სხვა რა არის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი? სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის უწყვეტი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინიტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს ადგილზე დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად ურიცხავს 300 ლარს, ბარში დასაქმებულებს 150 ლარს. სოფლის ექიმის მობილობის გაზრდის მიზნით 2014 წელს სამინისტრომ გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამონაწილეობით შეიძინა 21 მაღალი გამავლობის ავტომობილი და სარგებლობაში გადასცა მაღალმთიანი აჭარის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს. სამინისტროს მიერ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებს და მძღოლის ხელფასს მუნიციპალიტეტები დაფარავდნენ, ასევე მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა სოფლად არსებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და თემის სამედიცინო პუნქტების შენობების რეაბილიტაცია, დენითა და გათბობით უზრუნველყოფა. სამინისტრო 2016 წელს გეგმავს ავტომანქანების შეძენას ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სახელფასო ანაზრაურებით და პირველადი სამედიცინო მოხმარების მედიკამენტებით უზრუველყოფა, აღნიშნული მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს ექიმამდელი სამედიცინო მომსახურება. 2014 წელს გადამზადდა თემის სამედიცინო პუნქტის 300-მდე მედდა. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის ჯანდაცვის სფეროში ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტები ხორციელდება და აჭარის მთავრობა რეგიონის მოსახლეობის წინაშე ამ მიმართულებით აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.
საზოგადოების ძირთად ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი, შესაბამისად სამინისტროს მთავარი მიზანია დაავადებათა ეფექტური პრევენცია და ადამიანების ეფექტური ჯანმრთელობის დაცვა. ჩვენ, 2013-2015 წწ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გავზარდეთ 44%-ით, რამაც საშუალება მოგვცა აგვემოქმედებინა ახალი პროგრამები, გაგვეფართოვებინა არსებული და შეგვემცირებინა თანაგადახდა პაციენტის სასარგებლოდ. დავიწყეთ ონკოლოგიური პაციენტების ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის, კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების სკრინინგი მაღალმთიან აჭარაში, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ადრეული გამოვლენა ორსულებში, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა ახალშობილ ტყუპებზე, 500–დან 1,000 ლარამდე გავზარდეთ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება, ასევე, 1,500-დან 4,000-ლარამდე გავზარდეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მატერიალური დახმარება, დავიწყეთ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაცია და სხვა. ვინაიდან დღეისათვის სამედიცინო სფეროში მოსახლეობის მომსახურებას აწარმოებს სხვადასხვა საკუთრების ფორმით წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულება, სამინისტრო ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებად მიიჩნევს მათ შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)