|
2016-04-25 11:41:10, 522 ნახვა
პოლიტიკა
ჯავახიშვილი IRI-ს კვლევაზე: ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის არჩევნების წინ როგორი დასკვნებიც კეთდებოდა
IRI-საც უთხარით და სხვებსაც ალილო და ხვალეო იქნება არჩევნები, - ასე უპასუხა IRI-ს კვლევებთან დასმულ კითხვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას ძალიან კარგად ახსოვს 2012 წლის წლის წინ გაკეთებული დასკვნები. „ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის არჩევნების წინ როგორი დასკვნები კეთდებოდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და რა შედეგები იყო ყველამ კარგად ნახა. ძალიან გული მტკივა, რომ ისეთი წარმატებული როგორც გვეგონა და როგორც გვინდოდა დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების წინ არ არის. მითხარით შეიძლება თუ არა შევადაროთ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას, მაპატიეთ მაგრამ ან ბრმა უნდა იყო ან შეგნებულად ანგაჟირებული“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისნისტრის თქმით, მას არ სჯერა და არ ეთანხმება არცერთი კვლევის მონაცემებს. როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა ის დარწმუნებულია, რომ წლევანდელ არჩევნებზეც დაახლოებით ის შედეგი იქნება როგრიც წინა არჩევნებზე. ცნობისთვის, მედიაში გაჟონა IRI-ს კვლევის შედეგებმა, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ გამართულა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად კითხვას ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? გამოკითხულთა 20% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 13% - „თავისუფალ დემოკრატებს“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)