23:53 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 11:33:55, 1080 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარი აუქციონს აცხადებს

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო.

ელექტრონული აუქციონი 40-მდე  სხვადასხვა კატეგორიაზე ეტაპობრივად გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება:

ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო); სიმინდის აპარატი (ელექტრო); სუვენირების დახლი; გასართობი აპარატი; გასართობი ატრაქციონი; სასეირნო ველოსიპედი (რიგშა); სანაყინე ჯიხურები; ელექტრო მობილი; ჩამოსასხმელი ლუდის (კასრი); ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი); საბავშო გასართობი კუთხე; ყავის კუთხე; ექსტრემალური პარკი; ბამბის ნაყინი (ელექტრო);  ტირი; ფოტოჯიხური; სათვალის დახლი; 5დ ატრაქციონი; სასწორი; სამასაჟო კუთხე (პლაჟზე); საინფორმაციო დახლები; ბურახის კასრი; ბატუტი; ლიტერატურული კუთხე; სეგვეი (ორბორბლიანი ელექტრო ტრანსპორტი); ტენისის, ბილიარდის მაგიდა; გართობისა და კვების ობიექტი ( ბათუმი); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (კვარიათი); გართობისა და კვების ობიექტი (კვარიათი); საპლაჟო ინფრასტუქტურა (გონიო); გართობისა და კვების ობიექტი (გონიო); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მწვანე კონცხი); გართობისა და კვების ობიექტი(მწვანე კონცხი); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მახინჯაური); გართობისა და კვების ობიექტი(მახინჯაური); პლაჟების ბრენდირება; სასეირნო საბავშვო მანქანები; ქართული ღვინის კუთხე; ფლაერების დარიგება; საპრეზენტაციო დახლი.

ბულვარის ადმინისტრაციამ, პირველ ეტაპზე აუქციონი ქ. ბათუმში, სანაპირო ზოლზე საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.

აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში სამეწარმეო საქმიანობის განახორციელების საშუალება ექნებათ.

დამატებით ინფორმაციისათვის, მიმართეთ ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაგვიკავშირდით ტელ: (0422) 27-88-08.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics