|
2016-04-24 14:54:50, 563 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: სიხარული და მწუხრება ტყუპი ძმებივით სულ ერთად დადიან
"სიხარული და მწუხრება თითქოს ტყუპი ძმებივით სულ ერთად დადიან. ვთხოვთ უფალს, გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში",-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა მრევლს მიმართა, აღდგომის ბრწყინვალე დღსასწაულისთვის მოემზადონ: „სიხარული და მწუხრება თითქოს ტყუპი ძმებივით სულ ერთად დადიან. ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, დიდებიდან მწუხარებამდე ერთი პატარა ნაბიჯიაო. დღეს ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში, სადაც მას ხალხი უგებდა ტანსაცმელს და ბზის ტოტებს. უფალი ტიროდა, რადგან ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უგალობდა "ოსანას", რამდენიმე დღეში იყვირებდა - „ჯვარს აცვი იგი“. ასეთი ცვალებადია ადამიანი. ჩვენ ვთხოვთ უფალს, გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში, მართლმადიდებლობაში. გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა“,-ბრძანა ილია მეორემ. დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულის შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ და გალობენ „ოსანას“ შესძახოდნენ. წელს დიდმარხვა 14 მარტს დაიწყო და პირველ მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)