|
2016-04-24 13:56:42, 2862 ნახვა
კულტურა
„Check in Georgia“-სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს
რამდენიმე საათში, სპორტის სასახლეში საქართველო მსოფლიო კალენდარზე პირველი მასშტაბური კონცერტით „დაჩექინდება.“ ზუსტად 20:00 საათზე ცნობილი იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება; მომღერლის მენეჯმენტი მათ გრანდიოზულ შოუს პირდება. კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან „Perfetto” - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“... კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით. „არასდროს მიმღერია საქართველოში! სიამოვნებით წარმოვადგენთ გრანდიოზულ შოუს დედაქალაქში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში",-განაცხადა ეროს რამაზოტიმ. ეროს რამაზოტი ჯგუფის წევრებთან ერთად არაჩვეულებრივად ახერხებს კლასიკური რეპერტუარის შერწყმას თანამედროვე მუსიკასთან. მისი ბენდი დაკომპლექტებულია ნიჭიერი მუსიკოსებით მთელი მსოფლიოდან; მათ შორის არიან: ლუკა სკარპა (პიანინო), ჯოვანი ბოსკარიოლი (კლავიში), ჯორჯო სეკო (გიტარა), თომას პრიჯენი (დასარტყამი ინსტრუმენტი), პაოლო კოსტა (ბასი), ჯო ლედერი (საქსოფონი), კრისტიან პესკოტა (პრესკუსია), მონიკა ჰილი და რობერტა მონტანარი (ბექ-ვოკალისტები) და ლეგენდარული გიტარისტი ფილ პალმერი, რომელიც სხვადასხვა დროს ბობ დილანთან, ფრენკ ზაპასთან და რობი უილიამსთან თანამშრომლობდა. ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება. "პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი. საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე",-აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)