|
2016-04-24 12:03:14, 476 ნახვა
საზოგადოება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ნაწილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამმა თანამშრომელმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა. როგორც ამბობენ, შიმშილობას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გააგრძელებენ. კიდევ ერთი მოშიმშილე ფირანი კობიაშვილი კოლეგების გადაწყვეტილებას არ უერთდება და შიმშილობას არ წყვეტს. არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით სულ 5 ადამიანი შიმშილობდა. მათგან ერთი გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. პროფესორებმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც პროფესორები აცხადებენ, აკადემიურმა საბჭომ, ფრანგიშვილი მესამე ვადით უკანონოდ აირჩია და მას განათლების მინისტრი მფარველობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)