|
2016-04-24 11:01:16, 653 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დელეგაცია ესტუმრა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი კრის ვიგინტონი, დირექტორის მოადგილე ტონი ჰაიტაუერი და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერი ეწვივნენ. სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. აშშ-ს დელეგაციის წევრები მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს გაეცნენ. მომსახურების სააგენტოში მათ ის ინოვაციური პროექტებიც წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტით შსს-ს აკადემიას სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტებში იმყოფებოდნენ. ამერიკელი სტუმრები შს სამინისტროს დანაყოფების მუშაობის პროცესს და განხორციელებულ რეფორმებს ადგილზე გაეცნენ.
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)