|
2016-04-23 13:41:35, 539 ნახვა
საზოგადოება
მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობდა, რაც წვიმიან ამინდში გზის ნაწილის დატბორვას იწვევდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას წლების განმავლობაში უქმნიდა. მერიის ცნობით, პარალელურად სრულდება მანჯგალაძის I შესახვევის რეაბილიტაციაც, სადაც გზა 30 წელზე მეტია არ გაკეთებულა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 1100 კვ/მ ფართობზე დაიგო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს და მოეწყო ბორდიურები. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მანჯგალაძის ქუჩის მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია შეხვდა და სამუშაოები დაათვალიერა. „სულ მცირე წვიმის დროსაც მანჯგალაძის ქუჩა მთლიანად იტბორებოდა, შესაბამისად აქ განხორციელებული სანიღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის. კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ პირველ შესახვევშიც, როგორც მიწისქვეშა კოუნიკაციების, ისე მიწისზედა სამუშაოები და მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან აქვს შესაძლებლობა მოწესრიგებულ გარემოში იცხოვროს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)