03:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 17:08:43, 558 ნახვა

საზოგადოება
"საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის შესახებ არასამთავრობო სექტორს შუალედური ანგარიში წარედგინა

"საარჩევნო  სიების სრულყოფის" პროექტის მიმდინარეობის  ფარგლებში,  სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტოს ხელმძღვანელმა  პირებმა არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში წარუდგინეს.

 შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ  არჩევნების თემაზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი  დამკვირვებელი ორგანიზაციების-ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს,  საარჩევნო გარემოს  განვითარების ცენტრისა და  სხვათა წარმომადგენლები.

საპარლამენტო არჩევნებამდე  რამდენიმე თვით ადრე "საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის ფარგლებში  განხორციელებული ფართომასშტაბური ღონისძიებების  შუალედური ანგარიში მოწვეულ  სტუმრებს სახელწმიფო სერვისების  განვითარების  სააგენტოს თავმჯდოამრის მოადგილე მამუკა სამხარაძემ გააცნო.

მისი თქმით, სააგენტო მონაცემთა ბაზების ანალიზის შედეგად  გამოვლენილი  ხარვეზების აღმოსაფხვრელად ინტენსიურად  მუშაობს.

"ჩვენ წარვადგენთ შუალედურ ანგარიშსს არასამთავრობოებისათვის, რომლებიც ეხება საარჩევნო სიებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, წარვადგენთ ამ პროექტის დეტალებს, აქტივობებს, რაც განხორციელდა- რა ხარვეზები დავაიდენტიფიცირეთ და რა გამოვასწორეთ.შესაბამისად, გვინდა, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომელიც ჩართულია არჩევნების პროცესში საქართველოში, ცნობილი იყოს პროცესები, რომლებიც  საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.ვიმუშავეთ როგორც გარდაცვლილების ამოღების მიმართულებით, ასევე გაორებული ჩანაწერების არსებობასთან დაკავშირებით გვქონდა აქტივობები. ასევე აქტივობები გვქონდა სურათების აღდგენის მიმართულებით",-განუცხადა ჟურნალისტებს ანგარიშის წარდგენამდე   მამუკა სამხარაძემ.

როგორც აღინიშნა, ამ ეტაპზე  რამდენიმე მიმართულებით  განხორციელდა მთელი რიგი  ღონისძიებები. კერძოდ: გარდაცვლილ და არასრულწლოვან  პირთა  ფოტოსურათების  შედარება საარჩევნო  უფლების მქონე ყველა პირის სურათთან, რაც  მონაცემთა ბაზაში სავარაუდო  გაორებების  აღმოფხვრას ისახავს მიზნად; გარდაცვალების ისეთი ფაქტების  გამოვლენა, რომლებიც არ არის  რეგისტრირებული სააგენტოს მიერ; უსურათო და უხარისხო  სურათების მქონე  მონაცემების  მაქსიმალურად შემცირება; მოქალაქის სქესის  აღმნიშვნელ  გრაფაში  შეუსაბამობის  გასწორება და ბაზაში  კონკრეტული პირის  საიდენტიფიკაციო მონაცემზე  მიბმული ფოტოსურათების  გასწორება;  საკონსულო სამსახურების  მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტებისთვის  სააგენტოს  მონაცემთა  ელექტრონულ  ბაზაში  არარსებული  ფოტოსურათების  მოძიება  და მათი  მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება; იურიდიულად ძალადაკარგული დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან  მოხსნილი პირებისთვის  პირადობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  გაცემაზე  ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის  პირადობის მოწმობის  უფასოდ დამზადებას გულისხმობს.

 ამ ეტაზპე განხორციელებული ღონისძიებების  შედეგად იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილია  გაორების 481 ფაქტი, დარეგისტრირებულია 210 გარდაცვალების  აქტი, აღდგენილია 1 554 ფოტოსურათი, შესწორებულია 252 ხარვეზიანი ჩანაწერი, საფასურის გადახდის გარეშე  გაცემულია 57 000-მდე პირადობის მოწმობა.

ამავე შეხვედრის ფარგლებში არასამთავრობო სექტორს  "საარჩევნო სიების სრულყოფის"  პროექტის   სამომავლო გეგმების შესახებაც  მიაწოდეს ინფორმაცია.

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამომრჩეველთა სია არის დაზუსტებული იმ თვალსაზირისთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა არის მაქსიმალურად შემცირებული,  ფოტოსურათი დაემატა და ამ მხრივ გაყალბების ფაქტორი ფაქტობრივად გამორიცხულია.თუმცა, დაახლოებით, 200 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, აქტიური ამომრჩეველი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, სხვა და სხვა მიზეზის გამო არ არის ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი. სიები ფაქტობრივად არის მზად იმისათვის, რომ ჩატარდეს არჩევნები, უბრალოდ შემდომში  მოხდება დაზუსტება",-აღნიშნა  სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითრების ცენტრის ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ.

საიას საარჩვნო პროექტის კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყოველი არჩევნების წინ მოხდეს სიის დაზუსტება, რათა ამომრჩეველს კონსტიტუციური უფლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არ შეეზღუდოს:

"ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია ეს არის ცოცხალი მექანიზმი, რომელიც მუდმივად შესწორებას, გადამოწმებას საჭიროებს იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივი პროცესია და ყოველი არჩევნებისთვის მოხდეს სიის  დაზუსტება, რათა ამომრჩეველს კონსტიტუციური უფლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არ შეეზღუდოს და შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ",-განმარტა  ირმა პავლიაშვილმა.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის" თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკო-ს  მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან  3 კალენდარული დღის ვადაში, არჩევნებამდე, სულ მცირე, 11 დღით  ადრე მიაწოდოს საარჩევნო  ხმის უფლების  მქონე პირთა  მონაცემები  გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics