|
2016-04-22 13:11:26, 632 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საქართველოს ამბიციური სამართლებრივი რეფორმები ინსტიტუციური დემოკრატიის შენებისთვის სჭირდება
სოფიაში იუსტიციის მინისტრთა და სასამართლოს ხელმძღვანელთა კონფერენციაზე - „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება კანონის უზენაესობისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“ − თეა წულუკიანმა საქართველოში გატარებული სამართლებრივი რეფორმები წარადგინა. მინისტრმა თავის გამოსვლაში მიმოიხილა მართლმსაჯულების სისტემის პირველი და მეორე ტალღა; პროკურატურის რეფორმის პირველი ეტაპი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, რომელიც უკვე დაინერგა საქართველოში; და სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა. „ამ მაღალი რანგის კონფერენციაზე განვიხილეთ ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნისთვის შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოსამართლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამ გეგმას საქართველო სრულად უჭერს მხარს, რადგან მას ეხმიანება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, რომელიც დიდი ხანია, პარალამენტში გვაქვს წარდგენილი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი შეძლებს, მალე დაამტკიცოს რეფორმის მესამე ტალღა, რათა გაძლიერდნენ ინდივიდუალური მოსამართლეები; დაიწყოს საქმეთა ელექტრონული განაწილების პროცესი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის გარანტიებს. ჩვენ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა მართლმსაჯულების სისტემაში ამბიციურ რეფორმებს მხოლოდ ერთი მიზნით − ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერებისთვის ახორციელებს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციაზე ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარმოადგენს. თეა წულუკიანი მაღალი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისა, და ბულგარეთის იუსტიციის მინისტრ ეკატერინე ზახარიევას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას ესწრებიან, აგრეთვე, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები. კონფერენცია სოფიაში 21 აპრილს გაიხსნა. მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება, მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმები გაუზიარეს და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ხელისუფლებები რეფორმირების პროცესში აწყდებიან. მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია 22 აპრილს სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)