|
2016-04-22 10:39:11, 578 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „გოგონათა კლუბი“ რეგიონებშიც გრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, მესტიის 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდ გოგონებთან ტრენინგ-შეხვედრა ჩატარდა. მესტიაში პროექტი "გოგონათა კლუბი“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებათა კონვენციას, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არასრულწლოვანთა ქორწინებისა და განათლების უფლებებმა. შეხვედრა მესტიის მიხეილ ხერგიანის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა. ანალოგიური ტრენინგები ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე სოფელშიც. ჭალადიდის, ორსანტიასა და რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს პიროვნული განვითარების, კარიერული წინსვლის, სამოქალაქო აქტივიზმის, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ლექციები. ტრენინგები საზოგადოებრივ ცენტრებსა და სკოლაში მიმდინარეობდა. პროექტი „გოგონათა კლუბი" მეორე წელია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მომავალში დაეხმარება მათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალბატონებთან. თბილისის მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. სისტემატურად იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)