01:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 10:01:10, 614 ნახვა

საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო გადადებული რეისი - პაატა ზაქარეიშვილი კვლავ სტამბოლის აეროპორტში იმყოფება

სტამბოლი-თბილისის რეისის გადადების გამო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. როგორც ზაქარეიშვილმა  "რუსთავი2"-ს განუცხადა,  რეისი თბილისში ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულდა.

"ვიმყოფები სტამბოლის აეროპორტში, წუხელ გამოფრენამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინეს, რომ თბილისში ძლიერი ქარის გამო რეისი გადაიდო, როდესაც ადმინისტრაციასთან გავარკვიეთ, სტამბოლიდან ყველა რეისი გადაიდო. სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი",-განუცხადა ზაქარეიშვილმა "კურიერს".

საქართველოში კიდევ რამდენიმე მინისტრი არ იმყოფება, რომლებიც საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.  კვორუმის არ არსებობის გამო,  თბილისში დღეს დაგეგმილი  მთავრობის სხდომა გადაიდო.

 "ყოველთვის ვესწრები ხოლმე მთავრობის სხდომას. მითხრეს, რომ საღამოსკენ, 5-6 საათის ფარგლებში მოახერხებენ ჩვენს გამომგზავრებას,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics