|
2015-02-21 11:36:39, 496 ნახვა
საზოგადოება
კომისიამ 42 ეკომიგრანტი ოჯახისათვის სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
კომისიამ, ეკომიგრანტთა განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულის მქონე 34 ოჯახის, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე 50 ეკომიგრანტი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილა. როგორც “ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება 42 ეკომიგრანტი ოჯახი, ხოლო 12 ოჯახის შესახებ მონიტორინგის ჯგუფები დამატებით ინფორმაციას მოიკვლევენ. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, სამინისტრო 100-მდე ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო გარემოში სახლს გადასცემს. SDC-ის დაფინანსებით, მიმდინარე წელს სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დამატებით შესყიდულ იქნება 40-მდე სახლი. კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიის მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)