01:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 16:54:41, 596 ნახვა

საზოგადოება
კატასტროფის რისკის შემცირების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათშორისმა ჯგუფმა კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა საბჭოს აპარატში დღეს გაიმართა.

შეხვედრში  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროების, ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კატასტროფის რისკის შემცირების 5-წლიანი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია „საქართველოს საფრთხეების 2015-2018 წლების დოკუმენტით“ იდენტიფიცირებული (მათ შორის ბუნებრივი მოვლენით ან/და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული) საფრთხეების  შესაბამისად, საბჭოს აპარატში მომზადდა.  შეხვედრაზე ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები, რომლებიც შეიმუშავებენ უკვე იდენტიფიცირებული (ან ბუნებრივი კატასტროფებიდან მომდინარე) საფრთხეების შედეგების შემცირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.

კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, პროგრამებს და ინიციატივებს ერთიან ჩარჩოში მოაქცევს. დოკუმენტი ასევე შესაბამისობაში იქნება სენდაის (საერთაშორისო დონეზე დამტკიცებული პროგრამა, რომლითაც კატასტროფის რისკების შემცირების პროცესში  საერთაშორისო საზოგადოება ხელმძღვანელობს) სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის პრიორიტეტებთან.

უწყებათშორისი ჯგუფის მიერ მომზადებულ საბოლოო დოკუმენტს, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics