|
2016-04-21 14:41:16, 524 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ღირსეულად იცხოვრონ
"ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ ევროპულ გეოგრაფიულ ასპექტს. ეს დიდწილად არის უსაფრთხოების, ღირსების თავისულფებისა და შესაძლებლობების შეგრძნება, რომელიც ასახავს საზოგადოების დაკვეთას, ე.წ. სოციალურ კონტრაქტს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად. პრემიერის შეფასებით, მთავარია, მოქალაქეების ხელშეუვალი უფლებები მაქსიმალურად იქნას დაცული. "დღესდღეობით, როდესაც ეჭვქვეშ დგას საზოგადოდ პოზიციები, საქართველომ უკვე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, გამოვიარეთ დიდი გზა თავისუფალი და ერთიანი ევროპისაკენ გზაზე. საქართველო მთელ რიგ ორგანიზაციებში გაწევრიანებით გახდა ევროპული ქვეყნების და ერების კლუბის ნაწილი, ეს ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს, ასევე ვაძლიერებთ ცალკეულ მოქალაქეებს. ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ ევროპულ გეოგრაფიულ ასპექტს. ეს დიდწილად არის უსაფრთხოების, ღირსების თავისულფების და შესაძლებლობების შეგრძნება, რომელიც ასახავს საზოგადოების დაკვეთას და ე.წ. სოციალურ კონტრაქტს. ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად. მთავარია, მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ და მაქსიმალურად იქნას დაცული მათი ხელშეუვალი უფლებები. ჩვენი მივდივართ წინ მიუხედავად გარკვეული შიდა, თუ გარე პრობლემებისა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)