03:20 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 12:18:45, 436 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: უმრავლეს შემთხვევაში ”ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს

არ შეიძლება ჟურნალისტებმა, ხელისუფლებამ, ან ოპოზიციამ, დემოგოგია წაახალისოს, ეს ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში მოსახლეობის პროტესტის შესახებ დასმული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, თუ ეკოლოგიური პრობლემები სრულყოფილად არ იყო შესწავლილი და რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ეს დარღვევაა.  ამ შემთხვევაში მოთხოვნა სამართლიანი იქნება, მაგრამ ”თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომ არაფერს უშლის ხელს, ეს საზოგადოების მხრიდან დემაგოგიის ელემენტებია”.

”სამწუხაროდ, ეს ძალიან ხშირად ხდება. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ”ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს, ეუბნებიან, რომ აგერ, ეს გზა ჩაკეტეთ იმიტომ, რომ ეკლესიამდე გზა არ უნდა გაკეთდეს. ან გადაკეტეთ და კვადრატულ მეტრში 10 დოლარი მოითხოვეთ, მაშინ როცა სამიც არ ღირს. ძალიან ხშირად ეს შემთხვევებია. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბრო, რადგან არ ვარ დეტალურად საქმის კურსში, მაგრამ თუ ჟურნალისტებიც მიაქცევთ ამას ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება. ალბათ, გახსოვთ, რომ კახეთში გზები იკეტებოდა კონკრეტული ადამიანების, ანგაჟირებული მოსახლეობის ნაწილის მიერ. მერე აღმოჩნდა, რომ ვინც ამ ანგაჟირებას ახორციელებდა, მას საერთოდ ვენახიც და ვაზიც არ ჰქონია დარგული. ეს, სხვათა შორის, ჟურნალისტებმა აწიეს და მადლობა მათ, მაგრამ მერე, როგორც წესი, ეს მიმართულება არ გაავრცელეს. არ შეიძლება არც ჟურნალისტებმა, არც ოპოზიციამ, არც ხელისუფლებამ დემოგოგია ქვეყანაში წაახალისონ, ეს ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს”, - განაცხადა ჯავახიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში მოსახელეობა სოფლის შუაგულში 220-მეგავატიანი სიმძლავრის სადენების გაყვანას აპროტესტებს. მოსახლეობის თქმით, სადენების გასაყვანი ალტერნატიული სივრცე არსებობს, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა მეტ თანხებთან იქნება დაკავშირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics