|
2016-04-20 16:22:37, 520 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს. გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ორ ობიექტად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთებს. დმანისის ტერიტორიის არქეოილოგიურმა აღმოჩენებმა ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა, რადგან სწორედ სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთის საშუალებით შეუძლიათ ტურისტებს იმ ადგილებთან დაკავშირება. მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის გამო, აუცულებელი გახდა არსებული გზის გაგანიერება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 19 მილიონ 78.2 ათასი ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)