|
2016-04-20 15:04:46, 478 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი სოფიის კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
ბულგარეთის დედაქალაქი ხვალ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე იმსჯელებენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი მაღალი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისა, და ბულგარეთის იუსტიციის მინისტრ ეკატერინე ზახარიევას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას ესწრებიან, აგრეთვე, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები. კონფერენცია „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება კანონის უზენაესობისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“ 21 აპრილს გაიხსნება. ღონისძიების მონაწილეები − ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელები, ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებენ მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ; იმსჯელებენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც ხელისუფლებები რეფორმირების პროცესში აწყდებიან და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა ბულგარეთის იუსტიციის მინისტრთან. მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია 22 აპრილს სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)