|
2016-04-20 12:03:12, 544 ნახვა
საზოგადოება
გომის საზოგადოებრივ ცენტრს გიორგი კეკელიძე ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით, გომის საზოგადოებრივ ცენტრში გომისა და ვაყას სკოლის მოსწავლეებს მწერალი გიორგი კეკელიძე შეხვდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა პროექტ „წიგნის კლუბის“ ფარგლებში გაიმართა და მას 26 მოსწავლე დაესწრო. სტუმარი ახალგაზრდებს ქართული ენისა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. გაიმართა მცირე დისკუსია განათლებისა და წიგნიერების როლზე თანამედროვე საზოგადოებაში. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ლიტერატურაზე, რომელსაც ეცნობიან; თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა ლიტერატურიდან საინტერესო თემები და პერსონაჟები დაესახელებინა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“, რომლის ახალგაზრდული პროგრამების მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)