|
2016-04-20 11:14:41, 717 ნახვა
საზოგადოება
IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებისთვის პროექტი "ერთი დღე ჯარში" გაიმართა
ნატოს კვირეულის ფარგლებში, ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი "ერთი დღე ჯარში" გაიმართა. პროექტში სხვადასხვა ტელევიზიებისა და სააგენტოების ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. პირველ დღეს ბრიგადის ხლმძღვანელობამ ჟურნალისტებს სამხედრო ბაზაზე არსებული უსაფრთხოების წესები გააცნეს. რეპორტიორებმა ასევე მოისმინეს IV მექანიზირებული ბრიგადის ისტორია და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. მოგვიანებით წვრთებისა და შეფასების ერთობლივი სასწავლო ცენტრის (JTEC), გუნდის ხელმძღვანელმა, კრისტიან ემაუსმა მედიის წარმომადგენლებს ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შესახებ ლექცია ჩაუტარა. ლექციის ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრებისთვის მეორე დღე ჯარისკაცებთან ერთად დილის გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყო, რის შემდეგაც ჟურნალისტები სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სასაუზმოდ გაემგზავრნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის ხელმძღვანელობამ პროექტის მონაწილეებს ნატო-ს შესახებ ლექცია ჩაუტარა. ლექციის თემები იყო ნატო-ს ისტორია, ალიანსის როლი დღევანდელ რეალობაში და მისი სტრუქტურა. მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ყველაზე აქტიური და საინტერესო ღონისძიებები დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ჟურნალისტებმა სიმულაციურ ცენტრში სხვადასხვა სახის სასწავლო ავტომატური შაშხანები და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები გამოსცადეს. რეპორტიორები IV მექანიზირებული ბრიგადის ხელმძღვანელობასთან ერთად ვაზიანის სასროლეთისკენაც გაემგზავრნენ. სასროლეთზე სასწავლო წერტილის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ავტომატური ცეცხლსასროლი შაშხანის, M4-ის დაშლა-აწყობა და გამოყენების წესები აუხსნა. მოგვიანებით ისინი ვაზიანის სასროლეთის სხვა სექტორში დისლოცირდნენ. ჟურნალისტები გაეცნენ საარტილერიო თვითმავალ 2C1-ის საველე სწავლებას. რეპორტიორები ასევე გაეცნენ T-72-ის ტიპის ტანკის უშუალო მოქმედებას ოპერაციის რაიონში, რაც მოიცავდა სექტორის დაკავებას და თავდაცვისთვის მომზადებას. პროექტის დასასრულს, IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია რეპორიორებს გაესაუბრა. ვიცე-პოლკოვნიკმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს პროექტში მონაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა. ნატოს კვირეული საქართველოში მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)