|
2016-04-20 09:19:47, 857 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს გაიმართება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართება. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე). რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობის პირი ირჩევს, რომელსაც დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი აქვს. კენჭისყრის პროცედურა თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება. კენჭისყრას 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)