22:24 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 18:48:41, 597 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად გამოსწორებას ექვემდებარება

გამოსწორებას ექვემდებარება „სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სიტუაციის დასარეგულირებლად, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საჭიროა ერთიანი მუშაობა. „შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე ოპერატიული ინფორმაცია სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე. ასევე გავიარეთ კაპიტალური დანახარჯების კუთხით ხარჯვის ოპერატიული ინფორმაცია. ვიმსჯელეთ ასევე ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. ეს მსჯელობა გაგრძელდება ეკონომიკურ საბჭოში პრემიერის ხელმძღვანელობით და გადაწყვეტილებებს უახლოეს პერიოდში მივიღებთ. სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას. საჭიროა ერთიანი მუშაობა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდანაც“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics