|
2016-04-19 18:22:55, 686 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ-ვიქტორინაში მონაწილეთა რვა ქვეჯგუფი დაკომპლექტდა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ-ვიქტორინის მონაწილე სკოლების გუნდები რვა ქვეჯგუფში დღეს კენჭისყრით გადანაწილდა. ეროვნული არქივის ინფორმაციით, პროექტ-ვიქტორინაში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" თბილისის, რუსთავისა და მცხეთის რაიონის 32 სკოლაა ჩართული. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის მარტში, ეროვნული არქივის თანამშრომლებმა 1918-1921 წლების ისტორიის შესახებ პრეზენტაცია ყველა სკოლაში ჩაატარეს. სკოლებს გადაეცა ის ლიტერატურა, რომლის საფუძველზეც ვიქტორინისათვის კითხვები მომზადდება. ამის შემდეგ თითოეულმა სკოლამ ვიქტორინაში მონაწილეობისათვის ჩამოაყალიბა VIII-XI კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი 5-კაციანი გუნდი. ვიქტორინა მაისის მეორე ნახევარში გაიმართება, რასაც შეაფასებს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: „საუკეთესო გუნდი" და „საუკეთესო მოთამაშე" და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით. საგანმანათლებლო პროექტ - ვიქტორინას - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეთა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით დაინტერესებას ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)