00:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 17:07:01, 597 ნახვა

საზოგადოება
ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაცია N16 დაბალი რისკის დაწესებულებას ეწვია

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტმანეტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად  N16 დაბალი რისკის დაწესებულებას ეწვია.

როგორც „ექსპრესნიუსს“  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტი მიზანია  პენიტენციური დაწესებულების მართვის, მსჯავრდებულთა რისკების შეფასების, კლასიფიკაციის მეთოდოლოგიის დანერგვისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარება.

უწყების ინფორმაციით, დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ N16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებს, მათ ფუნქციონირებას. დაესწრნენ სამოქალაქო განათლების ტრენინგს, ასევე დაათვალიერეს ხის საამქრო, საფეხბურთო მოედანი, სპორტული დარბაზი, სოციალური მუშაკისა და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა და სასადილო.

სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით,  შეერთებული შტატებიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციაა ჩამოსული. „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან სტუმრად არიან ის ადამიანები, რომლებმაც N16 დაწესებულების თანამშრომლები სრულად გადაამზადეს.  ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ  საქართველოს თითქმის ყველა დაწესებულებას, შემაჯამებელ შეხვედრაზე კი დეტალურად გავივლით ვიზიტის შედეგებს და შესაბამის დოკუმენტშიც ავსახავთ,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ვისკონსინის შტატის პენიტენციური დაწესებულება „პრაირ დუ ჩინ“-ის დირექტორის მოადგილემ  ჯეისონ ბენზელმა  რომელიც N16 დაწესებულებაში პირველად იმყოფებოდა,  ხაზგასმით აღნიშნა  მსჯავრდებულების მიმართ დაწესებულების თანამშრომლების დადებითი დამოკიდებულება.

„ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ მსჯავრდებულების რისკის შეფასების მიმართულება განვიხილოთ. აღნიშნული პროგრამა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. მსჯავრდებულები კმაყოფილები არიან. დაწესებულებაში ბევრი კარგი პროგრამა ხორციელედება, განსაკუთრებით მომეწონა ბიბლიოთეკა.  ვიმედოვნებ ჩვენი თნამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ასეთივე ნაყოფიერი იქნება,“-აღნიშნა ჯეისონ ბენზელმა.

ვისკონსინის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი  აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ხორციელდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics