00:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 16:30:52, 526 ნახვა

საზოგადოება
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონში ახმეტელის ქუჩაზე საფეხმავლო ტროტუარებისა და სამანქანო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახმეტელის ქუჩაზე საგაზაო სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, რის გამოც ასფალტის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.
 მათივე ინფორმაციით, მოსახლეობისა და გამგეობის აქტიური მუშაობის შედეგად, ქუჩის რეაბილიტაცია დაიგეგმა. 
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავდაპირველად  მოხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი, გარკვეული სამუშაოების შემდგომ კი 4700 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
პროექტის მიხედვით ასევე 1400 კვ.მ ფართობზე დაიგო საფეხმავლო ტროტუარები, მოეწყო 2000 გრძივი მეტრი მაღალი ხარისხის ბაზალტის ბორდიურები.
დამატებით, საგაზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს წერეთლის გამზირ N58-ში, ასევე დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო მე-5 კვარტალში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება.
დიდუბის რაიონის გამგეობის 2016 წლის ბიუჯეტი, 2015 წლის ბიუჯეტის მსგავსად, საზოგადოებრივი საბჭოს წევრებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიხედვით დაიგეგმა. ერთობლივი მუშაობით გამოვლინდა ის პრიორიტეტები და პროექტები, რომლებიც შემდგომ ბიუჯეტში განსახორციელებლად ჩაიდო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics