00:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 16:05:33, 510 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: თბილისში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, თურქეთის უდიდესი ქალაქის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება, სადაც ქალაქ სტამბოლის მეტროპოლიის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს ხვდება და სამსახურების მუშაობას ეცნობა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ შეხვედრები გამართა ქალაქ სტამბოლის ურბანული დაგეგმარებისა დ განვითარების, სატრანსპორტო მართვის, სერვისებისა და საინვესტიციო, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელობებთან. 
მათივე ინფორმაციით, მასევე, ადგილზე გაეცნო სტამბოლის ნარჩენების მართვის სისტემას. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამსახურების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, პრეზენტაციები გამართეს და თბილისის მერს თურქეთის უდიდესი ქალაქის საკვანძო სამსახურების მუშაობის პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს დანერგილი პრაქტიკისა და განხორციელებული ინოვაციური პროექტების შესახებ. 

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტამბოლის არქიტექტურასა და ურბანულ დაგეგმარებაზე, ასევე, სატრანსპორტო სისტემასა და მოძრაობის კოორდინაციის მართვაზე. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სტამბოლის, როგორც თურქეთის უდიდესი ქალაქის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა. 

თბილისის მერის ვიზიტი სტამბოლში დღეს დასრულდება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics