|
2016-04-19 14:54:47, 470 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სხვა ოფიციალური პირები, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან და საქაერონავიგაციიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობასა და სხვა სტუმრებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეააბილიტაციისთვის ამჟამად მიმდინარე სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა, რომელიც ამა წლის 30 ივნისს დასრულდება. სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილის ბოლო ვიზიტიდან დღემდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე განხორციელდა 13R ზღურბლის წანაცვლება 550 მეტრით. ასავე ასაფრენი ბილიკის დაკეტილ მონაკვეთზე დაიგო ასფალტო-ბეტონის შემასწორებელი ფენა (31800 მ2). ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს მზიდი ფენის დაგება. ამასთანავე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მოეწყო საჰაერო ხომალდებისთვის განკუთვნილი დროებითი მოსაბრუნებელი მოედნები, ხოლო სამიმოსვლო ბილიკებზე (Bravo; Charlie) განხორციელდა გარკვეულ მონაკვეთებში საფუძვლის შეცვლა და გამაგრება, ასევე შემასწორებელი ფენის დაგება. შეგახსენებთ რომ, 2015 წლის 28 მაისს, 2 წლიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა, 2005 წელს გაფორმებული, თბილისის აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას და ასევე მთლიანად აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას. 2005 წლის ხელშეკრულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტავ ჯორჯიას“ მართვაში 2027 წლამდე გადაეცა. ვინაიდან 2005 წლის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, დღის წესრიგში დადგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვა. აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ განახლებული ხელშეკრულების თანახმად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა 2027 წლამდე იქნა შემუშავებული. “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეის მდგომარეობით „TAV Airports Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 37 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს, მათ შორის(სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, ზაგრების, სკოპიეს, რიგის, მედინას აეროპორტები და სხვა). ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის აქციები თავისუფალ საჯარო გაყიდვაშია პარიზისა და სტამბოლის საფონდო ბირჟებზე.
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)